“დორტმუნდს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “დორტმუნდს” გათავისუფლებული ნური შაჰინის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს.
“ბორუსია” ერიკ ტენ ჰაგს, ნიკო კოვაჩსა და როჯერ შმიდტს ესაუბრება. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი ამ დროისთვის უმუშევარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფავორიტი როჯერ შმიდტია, რომელიც ბოლოს “ბენფიკას” ედგა სათავეში და მიმდინარე სეზონში დაითხოვეს. ამავდროულად, ერიკ ტენ ჰაგთან შეთანხმება თითქმის გამორიცხულია და სავარაუდოდ, “დორტმუნდი” ამ ვარიანტზე მალე უარს იტყვის, რადგან ნიდერლანდელი ანაზღაურების სახით ძალიან დიდ თანხას მოითხოვს და თანაც, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წამოსვლის შემდეგ ამ გუნდიდან ხელფასს ჯერ კიდევ
იღებს.