“დორტმუნდმა” ნური შაჰინი გაათავისუფლა

“დორტმუნდმა” ნური შაჰინი გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.
გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე “ყვითლები” “ბოლონიასთან” 1:2 დამარცხდნენ, “დორტმუნდის” ხელმძღვანელობამ შაჰინის გათავისუფლების გადაწყვეტილება კი ამ მატჩის შემდეგ მიიღეს.
შაჰინმა “დორტმუნდი” გასულ ზაფხულს ჩაიბარა, გუნდი ბუნდესლიგაში 25 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 ქულით მე-13 ადგილზეა.
თურქი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელად “იუნაიტედის” ყოფილი დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი სახელდება.