დოროთე ყურაშვილი: ვფიქრობ, მამა ანდრია თვითონ არის სინოდზე დასაბარებელი

„მე ვფიქრობ, მამა ანდრია თვითონ არის სინოდზე დასაბარებელი. მე ვუთხარი, რომ მე მოვდივარ სინოდზე. თუ მე სინოდზე არ დამიბარებენ და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე იძულებული ვიქნები მივმართო მსოფლიო პატრიარქს და გავაცნო საქართველოში ეს უმსგავსობა, რაც არის მეუფე სტეფანეს მწვალებლური ქადაგება, რომელიც ზიარებას შეეხება.
მე ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს. თან მითხრეს, რომ კომისია გიბარებსო, მაგრამ არ მითხრეს ვინ არის ეს კომისია, არც მეუფე შიოს სახელი უთქვამს, არც მეუფე ანდრიას სახელი უთქვამს და არცერთი მეუფის სახელი.
კომისიაში თუ არის მამა ანდრია ჯაღმაიძე და მამა მიქალე ბოტკოველი, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ჩემი დაბარება. კომისიის სახელით კი არ უნდა დამიბარონ, იმ ეპისკოპოსის სახელით უნდა დამიბარონ, რომელიც ხელმძღვანელობს ამ კომისიას.
ჩემი დაბარება შეუძლია მხოლოდ ეპისკოპოსს და თან მეუფე შიოს თუ კომისიის უფროსად იქნება მეუფე ანდრია, მასაც შეუძლია, მაგრამ არა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. სტატუსებს ისინი დიდი ხანია პატივს არ სცემენ, მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ არქიმანდრიტი დეკანოზებმა არბენინონ აქეთ-იქით“ – უთხრა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა “ნეტგაზეთს”.
ცნობისთვის, დღეს, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა – “12 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანრდიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე.
დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური, ხუთშაბათს დანიშნულ, კომისიაზე გამოცხადების შესახებ. ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა.”

ასევე დაგაინტერესებთ