დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა – “ლეიკერსმა” კალიფორნიულ დერბიში “კლიპერსი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში კალიფორნიული დერბი გაიმართა, “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 106:102 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ანგელოზების” სლოვენიელი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი გახდა, უკანახაზელმა 35 წუთში 31 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.
ლებრონ ჯეიმსმა 37 წუთში 28 ქულა, 13 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
“კლიპერსიდან” 38 წუთში ივიცა ზუბაცმა საკუთარ გუნდს 27 ქულა და 16 მოხსნა შესძინა.
ამრიგად, “ლეიკერსი” 37 მოგებითა და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი
გუნდი მორიგ შეხვედრას 3 მარტს კვლავ “კლიპერსის” წინააღდეგ გამართავს.
“კლიპერსი” 32 გამარჯვებითა და 27 მარცხით მე-6 ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში