ევრობასკეტის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში სლოვენია გერმანიასთან 91:99 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მთელი მატჩის განმავლობაში წინ სლოვენიელები იყვნენ, მათ პირველ მეოთხედში 32:21 გაიმარჯვეს, ბოლო მეოთხედში კი მეტოქეს 4 ქულის სხვაობით უგებდნენ, რაც დიდწილად ლუკა დონჩიჩის დამსახურება გახლდათ.
“ლეიკერსის” უკანახაზელმა 33 წუთში 39 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.
გერმანიის მთავარი სიძლიერე რომ გუნდური თამაშია, ეს გუშინაც დამტკიცდა. მათ ლიდერს, დენის შროდერს ცუდი მატჩი გამოუვიდა, თუმცა გერმანელებმა მისი კარგი თამაშის გარეშეც გაიმარჯვეს. გერმანელთა მხრიდან საუკეთესო ვაგნერი იყო, “ორლანდო მეჯიქის” კალათბურთელმა 35 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
ევრობასკეტის ნახევარფინალში გერმანია ფინეთს შეხვდება, მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი – ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება
“ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის” – თორნიკე შენგელიას ცოლი
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია – “ლეიკერსი” “მინესოტასთან” დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
კოკოშკოვმა ბალტიისპირელები სახლში გაუშვა
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა – “ლეიკერსმა” კალიფორნიულ დერბიში “კლიპერსი” დაამარცხა [VIDEO]
სუპერმატჩი და შეუჩერებელი ლებრონ ჯეიმსი – 39 წლის კალათბურთელმა Dream Team-ს გერმანიასთანაც მოაგებინა [VIDEO]
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა – დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი – სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
ევრობასკეტი 2015. მეტოქე სლოვენია: რევანში გვინდა!
დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა – სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
