დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა – “დალას მავერიქსი” სუპერფინალში გავიდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში “დალას მავერიქსმა” “მინესოტა ტიმბერვულზი” 124:103 დაამარცხა და სუპერფინალში გავიდა.
ტეხასელთა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა 36 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
კაირი ირვინგმა 36 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
“მინესოტადან” საუკეთესო ენტონი ედვარდსი გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 28 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
კარლ-ენტონი თაუნსმა 28 ქულა, 12 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, “დალას მავერიქსი” კონფერენციის სუპერფინალში 2011 წლის შემდეგ პირველად
გავიდა. ჯეისონ კიდის გაწვრთნილი გუნდი “ბოსტონ სელტიქსს” დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 7 ივნისს, ბოსტონში, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.