დონორები და დიპლომატიური კორპუსი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას -მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციას რატიანი

დონორები და დიპლომატიური კორპუსი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას -მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციას რატიანი
ესეც, რა თქმა უნდა, არის დონორების „დამსახურება“. ჩვენ ვაფრთხილებთ დონორებს და მითუმეტეს აქტიურობს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით, რომ ისინი ხელოვნურად ახალისებენ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დონორებზე არ არის საუბარი, დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ ნაწილზეცაა საუბარი, ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას,- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის და დონორების მხრიდან მზია ამაღლობელის ჩადენილი დანაშაულის გაგმირებას მოჰყვა, სწორედ მწერალ ზვიად რატიანის მიერ მსგავსი ქმედების ჩადენაც.
„მაშინ როდესაც მაგალითად, მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ როგორ ურტყამს ხელს [პოლიციას] ისევ რატიანი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის აღბეჭდილი და შესაბამისად ამაზეც აპელირება არის აბსურდი, უაზრობა, ვინაიდან ყველა პირდაპირ ეთერში ვხედავთ კადრს, თუ როგორ მოქმედებს ეს პიროვნება და როგორ ურტყამს პოლიციელს ხელს, რაც რა თქმა უნდა, არის დასჯადი საქციელი“,-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს და ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
Previous: საქართველოში რადიკალები ცდილობენ, რომ ეს პოლიტიკურ ანტურაჟში გაახვიონ – დავით მათიკაშვილი ზვიად რატიანზე

ასევე დაგაინტერესებთ

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას

იმდენად გაცვითეს შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა, საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები