დონის როსტოვიდან ბათუმის გავლით თურქეთის ქალაქებამდე რეგულარული ავტობუსი მარტიდან ამოქმედდება
საერთაშორისო ავტობუსი დონის როსტოვიდან თურქეთის საკურორტო ქალაქამდე. ამის შესახებ ერთ-ერთმა ოპერატორმა Telegram-ზე განაცხადა. ინფორმაციას კი რუსული მედია ავრცელებს.
პირველი გამგზავრება მერსინიდან 2025 წლის 15 მარტს მოხდება. ამის შემდეგ ავტობუსი დონის როსტოვიდან ყოველ შაბათს, ხოლო მერსინიდან ყოველ სამშაბათს გაემგზავრება.
მარშრუტი გაივლის კრასნოდარს, ვლადიკავკაზს, ბათუმს, ტრაპიზონს, სამსუნს, ანკარასა და მერსინს. ერთი ადამიანისთვის ბილეთის ღირებულება 110 დოლარი იქნება.
