დონეცკში სავაჭრო ცენტრ “გალაქტიკას“ ხანძარი გაუჩნდა. რუსი პროპაგანდისტები ქალაქის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრ “გალაქტიკაში” 16 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა. ამის მიზეზად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებულ დაბომბვას ასახელებს.
იერიშის შედეგად შენობაში იმყოფებოდა ბევრი სტუმარი, მათ შორის ბავშვებიც. მაგრამ ეს ინფორმაცია მოითხოვს დადასტურებას დამოუკიდებელი წყაროების მხრიდან.
ს ცენტრალური თუ ადგილობრივი კრემლის მომხრე “პაბლიკები” და ტელეგრამის არხები წერენ სავარაუდოდ დიდი რაოდენობით დაშავებული ბავშვებისა და დამწვარი შენობის შიგნით ჩარჩენილი სტუმრების შესახებ.
რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასსი” ადგილობრივ ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონეცკში სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მოზარდი, დაშავდა და მიიღო დამწვრობა. პუშილინის თქმით, ხანძრის ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრს აღწევს.