დონეცკში იერიშების დროს 27 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა

რუსეთის მიერ კონტროლირებულ, უკრაინულ ქალაქ დონეცკზე მიტანილი იერიშების შედეგად, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.
ს მიერ ოკუპირებული ქალაქის პრორუსი წარმომადგენელი დენის პუშილინი ამბობს, რომ იერიშები დონეცკზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს. მისი თქმით, უკრაინელებმა დაბომბეს ბაზრის ტერიტორია, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.
პუშილინის გადაწყვეტილებით, დონეცკის რეგიონში 22 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაციით, 25 დაშავებულიდან 18 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული.
ამ დრომდე არც უარყოფს და არც ადასტურებს პუშილინის განცხადებას. “როიტერის” თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა მ ვიდეომიმართვაში ზოგადად ისაუბრა რუსეთის ქმედებებზე და აღნიშნა, რომ მოსკოვმა 100-ზე მეტი უკრაინული სოფელი, ქალაქი და დაბა დაბომბა ქვეყნის ცხრა რეგიონში. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთი დონეცკის რეგიონსაც აქტიურად ბომბავს.
მოგვიანებით სამხრეთ ზონაში უკრაინის ძალებმა “ფეისბუქზე” განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დონეცკში მომხდარზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან. გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “დონეცკი ა!” და “რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს”.
მომხდარს მალევე გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას „ბარბაროსული ტერორისტული აქტი“ უწოდა. კრემლი ამბობს, რომ ეს „ტერორისტული“ თავდასხმა „დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებით მოხდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა