დონეცკში ბაზარსა და საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსებმა ქალაქი კასეტური ბომბებით დაბომბეს. დარტყმა განხორციელდა ბაზარზე.
ფილაშკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
ფილაშკინის განცხადებით, რუსებმა დრუჟკივკაში ორი საჰაერო ბომბიც ჩამოაგდეს. დაზიანდა სამრეწველო ზონა, სამი მაღალსართულიანი შენობა და სამი კერძო სახლი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია