დონეცკის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

დონეცკის რეგიონში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შაბათს, რუსული დაბომბვის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა სოფელ ივანოვკაში, დანარჩენი ორი კი კონსტანტინოვკასა და ტორეცკში. დღის განმავლობაში რეგიონში კიდევ 15 ადამიანი დაშავდა.
რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევის მცდელობებს დონეცკის რეგიონში რამდენიმე მიმართულებით.
მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ცნობებს ავრცელებს ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ხელისუფლებაც.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, ხერსონის რაიონის სოფელ ლვოვოში 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ხერსონის რაიონის დაბომბვისას კი სასიკვდილოდ დაიჭრა 64 წლის ქალი. ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან შენობას.
ცეცხლი გახსნეს ხარკოვის ოლქის სოფელ მოსკალევკაში, რის შედეგადაც 70 წლის მცხოვრები გარდაიცვალა.
სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვის შედეგად ოთხი სახლი დაზიანდა.
სთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსული ჯარები ყოველდღიურად ბომბავდნენ და უტევდნენ მის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით და მართვადი ბომბებით.
ს თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს იღებს მიზანში, თუმცა დაბომბვებს რეგულარულად ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. თავდაცვის სამინისტრო დაღუპულთა და ნგრევის მონაცემებზე კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას

განათლების სამინისტრო – სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიმართლეს არ შეესაბამება