დონეცკის ოლქში დაბომბვისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 6 თვის ბავშვი დაშავდა | ნანგრევების ქვეშ მოქალაქეებს ეძებენ

უკრაინული მხარის ცნობით, ღამით რუსებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში პოკროვსკის, ნოვოგროდოვკასა და მირნოგრადის მიმართულებით ექვსი რაკეტა ისროლეს. შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ამბობს, რომ სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, კიდევ 5 ადამიანს ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
მისივე ცნობით, დაშავებულია 4 ბავშვი.
შს მინისტრი ამბობს, რომ რუსეთმა С-300 ტიპის რაკეტები გამოიყენა.
დაშავებულებს შორის არის ოჯახი ორი შვილით – 16 წლის მოზარდი და ექვსი თვის ბავშვი.
“ერთ-ერთი ჭურვი იმ სახლის ეზოში აფეთქდა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა ორი შვილით. დაბომბვის შედეგად დაინგრა სახლის სახურავი და კედლები, ოჯახი კი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. კაცს, რომელსაც ხელში სისხლიანი ბავშვი ეჭირა, ნანგრევებიდან თავის დაღწევაში პოლიციის ექთანი დაეხმარა. ექვსი თვის ელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – თქვა მან.
კლიმენკოს თქმით, პოკროვსკში მდებარე სხვა ოჯახში 13 წლის ბიჭი დაშავდ