დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

უკრაინის დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონულ სახელმწიფო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სავალდებულო ევაკუაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის საკითხებზე საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დამტკიცდა.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე შევჩენკომ განაცხადა, რომ ოქმის ხელმოწერის მომენტში მითითებულ დასახლებებში 174 ბავშვი ცხოვრობდა, რომლებიც უკვე ევაკუირებული იყვნენ. ამავდროულად, დაახლოებით 1600 ადამიანი კვლავ რჩება ამ თემებში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონეცკის ოლქში კაშხლის დაზიანების შედეგად კურახოვოს წყალსაცავიდან 20 მილიონი კუბური მეტრი წყალი დაიღვარა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების დატბორვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია