დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსებმა დონეცკი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იაბლონოვკაში, ილინოვსკაიას თემში, რუსებმა ორი ადამიანი მოკლეს და ორი სახლი დააზიანეს. კიდევ ერთი ადამიანი კონსტანტინოვკაში დაიღუპა“, – აღნიშნა ფილაშკინმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად პოკროვსკის მცხოვრები დაშავდა.