დონეცკისა და ჩერნიჰივის ოლქებზე რუსული არმიის საჰაერო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

13 აპრილს დონეცკისა და ჩერნიჰივის ოლქებზე განხორციელებულ საჰაერო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. დონეცკის პროკურატურა იტყობინება, რომ ავიადარტყმა განხორციელდა სოფელ ნოვოხატსკოეს მიმართულებით:
„ერთ-ერთ ქუჩაზე დაიღუპა 67 წლის ქალი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა. დაჭრილები არიან 51 და 58 წლის კაცები და 87 წლის ქალი“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ჩერნიჰივის ოლქის ხელისუფლება კი იტყობინება, რომ დრონებით შეტევისას დაზიანდა სემენოვსკოს საქალაქო საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება. ჭრილობები მიიღო ექთანმა.
13 აპრილს, დილით, ს შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს სუმის ცენტრზე. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია 32 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულთა რიცხვი კი 100-მდეა.
ფორუმი