დონალდ ტუსკი: უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა ამ ზამთარში დაიწყოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, შესაძლოა, უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ზამთარში დაიწყოს. 2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ხდება.
„მათ შორის პასუხისმგებლები ვიქნებით იმისთვის, თუ როგორი იქნება პოლიტიკური ღონისძიებების კალენდარი, [პასუხისმგებელი ვიქნებით] სიტუაციისთვის მოლაპარაკებებზე, რომელიც შეიძლება მიმდინარე წლის ზამთარში დაიწყოს,“ თქვა ტუსკმა.
ხუთშაბათს ვარშავაში ჩავა საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის ხელისუფლებასთან ითათბირებს თავისი მოლაპარაკებების შესახებ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტთ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
როგორც ადრე თქვა ზელენსკიმ, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთთან ომი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან