დონალდ ტუსკი – უკრაინელების ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობის გაღვივება პუტინის სცენარია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავასა და ს ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს.
პოლონეთის პრემიერის თქმით, ახლა ში მიმდინარე ომში გადამწყვეტი მომენტი ახლოვდება, ამიტომ „რუსეთი ყველაფერს აკეთებს კიევისა და ვარშავის დაპირისპირებისთვის“.
„უკრაინელების ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობის გაღვივება პუტინის სცენარია, რომელიც ორგანიზებულია უცხოელი აგენტებისა და ადგილობრივი იდიოტების მიერ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი იძიებს ინციდენტს, რომელიც ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ძეგლთან არის დაკავშირებული. ძეგლზე წითელ-შავი დროშა (უკრაინის მეამბოხეთა არმიის დროშა) იყო დახატული და გამოსახული იყო წარწერა: „დიდება უკრაინის მეამბოხეების არმიას“. ასევე, ცოტა ხნის წინ პოლონეთში სკანდალი მოყვა უკრაინის მოქალაქის ქმედებას, რომელმაც წითელ-შავი დროშა ბელარუსი რეპერის, მაქს კორჟის კონცერტზე მიიტანა. გუშინ კი პოლონეთში უკრაინელი ქალი ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ამანათის გაგზავნაში დაადანაშაულეს.