დონალდ ტუსკი – უკრაინაში, შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტის გაყინვა – არ მინდა ვთქვა დასასრული, მაგრამ კონფლიქტის გაყინვა უფრო ახლოსაა, ვიდრე უფრო შორს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ში კონფლიქტის შეჩერება შესაძლოა მალე მოხდეს.
„არსებობს გარკვეული სიგნალები და ჩვენ ასევე გვაქვს ინტუიცია, რომ შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტის გაყინვა – არ მინდა ვთქვა დასასრული, მაგრამ კონფლიქტის გაყინვა – უფრო ახლოსაა, ვიდრე უფრო შორს“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
ტუსკმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა სთან. მისი თქმით, ზელენსკი „ძალიან ფრთხილობს, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი“.
მისივე ინფორმაციით, უკრაინა დაინტერესებულია, რომ პოლონეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღონ ცეცხლის შეწყვეტისა და საბოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების დაგეგმვაში.
„უკრაინული მხარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ევროპამ, მათ შორის პოლონეთმაც, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და შემდგომ მშვიდობაშიც. ჩვენც დაინტერესებული ვართ მშვიდობა დამყარდეს ჩვენს რეგიონში, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც ძალიან დადებით გავლენას მოახდენს“, – აღნიშნა ტუსკმა.