დონალდ ტუსკი – ტერიტორიული დათმობების საკითხში ზელენსკიზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ

ტერიტორიული დათმობების საკითხში ზელენსკიზე ზეწოლა არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა მოვახდინოთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საჭიროა ზეწოლის რუსეთზე მოხდენა, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.
„ყველამ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა აგრესია შეაჩეროს. დაშოშმინება არასდროს ყოფილა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა“, – წერს ტუსკი.