დონალდ ტუსკი: პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ქვეყნის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე დასწრების გამო მკაცრად გააკრიტიკა და მის ამ გადაწყვეტილებას საბედისწერო შეცდომა უწოდა.
💬 “პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და იმ სახიფათო სტრატეგიის დადასტურება, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის დასუსტებასა და პუტინის გაძლიერებას” – წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას