დონალდ ტუსკი – ნატო-ს გენერალურ მდივანს პოლონეთში არსებული ვითარების შესახებ ვაცნობე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ აცნობა.
ნატო-ს გენერალურ მდივანს ვაცნობე არსებული ვითარებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით განხორციელდა, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტუსკმა მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიმართება. მისივე ინფორმაციით, დონალდ ტუსკი უკვე ხვდება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ს მიერ ზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.