დონალდ ტუსკი – მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაგდოთ მფრინავი ობიექტები, როდესაც ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეს დაარღვევენ – ამაზე აბსოლუტურად არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უყოყმანოდ ჩამოაგდებს ნებისმიერ ობიექტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს.
„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაგდოთ მფრინავი ობიექტები, როდესაც ისინი დაარღვევენ ჩვენს ტერიტორიას და იფრენენ პოლონეთის თავზე – ამაზე აბსოლუტურად არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ტუსკმა.
ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ფრთხილი მიდგომა, როდესაც სიტუაცია სრულად ნათელი არ არის.
„როდესაც საქმე გვაქვს სიტუაციებთან, რომლებიც სრულად ნათელი არ არის, როგორიცაა რუსული გამანადგურებლების ბოლოდროინდელი ფრენა Petrobaltic პლატფორმაზე – მაგრამ ყოველგვარი დარღვევის გარეშე, რადგან ეს არ არის ჩვენი ტერიტორიული წყლები – ნამდვილად საჭიროა ორჯერ დაფიქრება, სანამ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქმედებებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ძალიან მწვავე ფაზა“, – დასძინა ტუსკმა.
მისივე თქმით, ასევე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პოლონეთი მარტო არ იქნება, თუ კონფლიქტის ესკალაცია დაიწყება.
„ასევე აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყო… რომ ყველა მოკავშირე ამას ზუსტად ისე მოეპყრობა, როგორც ჩვენ“, – აღნიშნა ტუსკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია

ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 10 პირის მოსამართლეს – ვნახეთ, რა ხდებოდა მაღალჩინოსნების სახლის ჩხრეკაზე – ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ვიმედოვნებ, ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც მაღალჩინოსნების შემთხვევაში