დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პრემიერმინისტრის ოფისი ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, ტუსკი უკრაინის პრემიერმინისტრ, დენის შმიგალს და პრეზიდენტ ს შეხვდება.
ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა ტუსკის ვიზიტის მთავარ საკითხების შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, ლიდერები უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტს განიხილავენ, რაც ბოლო პერიოდში მხარეებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი იყო.