პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ის მხარს არ უჭერს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების უნგრეთში ჩატარების იდეას.
„ბუდაპეშტი? შეიძლება ყველას არ ახსოვდეს ეს, მაგრამ 1994 წელს უკრაინამ უკვე მიიღო ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები აშშ-სგან, რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოსგან ბუდაპეშტში. შეიძლება ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილის პოვნას ვეცდებოდი“, – წერს ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ზელენსკის და პუტინს შორის სამიტის შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავს.
