დონალდ ტუსკი – ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია

ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში 2024 წლის მაისში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი ს სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩნდა. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ძებნილები არიან. ყველას მოგძებნით!“ – აცხადებს ტუსკი.
შეგახსენებთ, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს მოხდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 1400 მაღაზია და მომხმარებელთა მომსახურების პუნქტი მთლიანად დაიწვა.