დონალდ ტუსკი დობროპილიაზე თავდასხმის შესახებ – აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ

აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ, – ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.
„მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, – წერს დონალდ ტუსკი X-ზე.
ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს