არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ, – ამის შესახებ პოლონეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„მე არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი. უკრაინელები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის იბრძვიან. მათი ბრძოლა მაიდანზე დაიწყო და ისინი დასავლეთის სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად იბრძვიან. მათ სურთ, რომ უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, დემოკრატიული სახელმწიფო იყოს და ახლა ისინი სწორედ ამისთვის იბრძვიან“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
ცნობისთვის, პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობა ფიცს 13 დეკემბერს დადებს.