დონალდ ტუსკი: ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოველი ერისა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა იყო საჭირო

“ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოველი ერისა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა იყო საჭირო. თქვენ არა მხოლოდ გადაარჩინეთ დემოკრატია და შეინარჩუნეთ ევროპული კურსი, არამედ შეაჩერეთ ს კონტროლის დამყარების მცდელობები მთელ რეგიონზე. ეს კარგი გაკვეთილია ყველა ჩვენგანისთვის” – წერს X-ზე პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს გუნდს გამარჯვებას ულოცავს.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა. მოლდოვის ტერიტორიაზე დათვლილია საარჩევნო უბნების 100%, ხოლო რაც შეეხება მოლდოვის საზღვრებს გარეთ არსებულ ოლქებს – ამ დრომდე დათვლილია 98.34%. საერთო ჯამში, კი საარჩევნო უბნების 99.78%-ის შედეგებია ცნობილი.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით პირველ ადგილს მაია სანდუს პროდასავლური “მოქმედებისა და სოლიდარობის” პარტია 50.14%-ით იკავებს. მეორე ადგილზეა პრორუსული “პატრიოტული საარჩევნო ბლოკი” – 24.20%-ით, მესამე ადგილს იკავებს ასევე პრორუსული “ეროვნული ალტერნატიული მოძრაობა”, რომელსაც ხმების 7,97% ერგო. 6.21%-ით მეოთხე ადგილი დაიკავა “ჩვენმა” პარტიამ, ხოლო მეხუთე ადგილზე 5.62%-ით გავიდა დემოკრატიული პარტია. დანარჩენმა პარტიებმა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღეს.
საპარლამენტო მოლდოვაში გუშინ, 28 სექტემბერს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

ზაზა თავაძის ინფორმაციით, ახმეტაში მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, პროკურატურას ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის შესწავლის თხოვნით მიმართა, თუმცა კვირაზე მეტია რეაგირება არ ჰქონიათ