დონალდ ტუსკის მთავრობამ ფიცი დადო და მუშაობა ოფიციალურად დაიწო

დონალდ ტუსკის მთავრობამ ფიცი დადო და მუშაობა ოფიციალურად დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო ვებ-გვერდი Onet-ი ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დონალდ ტუსკმა და კოალიციური მთავრობის შემადგენელი პარტიების მინისტრებმა ფიცი დადეს. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ოფიციალურად დანიშნა.
ფიცის დადებამდე დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან პოლონეთის ინტერესების შესაბამისად ითანამშრომლებს.
„მაშინაც კი, თუ ჩვენ სხვადასხვა გზა და გამოცდილება გვაქვს, ზოგჯერ ძალიან განსხვავებულიც კი, როცა პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ხარ, პოლონეთის ინტერესების შესაბამისად უნდა იმუშაო და სხვა არაფერი უნდა იყოს მნიშვნელოვანი. დიახ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
თავის მხრივ, ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ ვეტოს ისეთს არაფერს დაადებს, რაც პოლონეთისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება