დონალდ ტრამპ უმცროსი ინვესტიციას სტეროიდით ლეგალურ სპორტულ თამაშებში დებს (bm.ge)

საინვესტიციო ფირმამ 1789 Capital-მა, რომლის დამფუძნებელიც დონალდ ტრამპ უმცროსია, ინვესტიცია ჩადო კომპანია Enhanced-ში, რომელიც ოლიმპიური სტილის ტურნირის გამართვას აპირებს, სადაც დოპინგი დაშვებული იქნება.
ცნობილია, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტი მილიონობით დოლარს შეადგენს და ისინი აპირებენ, რომ კიდევ უფრო მეტი სპონსორი მოიზიდონ. პირველადი ინფორმაციით, სპორტის სახეობები, რომელიც აღნიშნულ თამაშებზე შევა არის: ცურვა, მძლეოსნობა და სირბილი, რომლებსაც დროდადრო ახალი სახეობები დაემატება.
პირველი ღონისძიება წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, მასპინძელი იქნება და 17 ქალაქი წინასწარ განიხილება ადგილმდებარეობად.

აღმასრულებელი ხელმძღვანელობის თქმით, მონაწილე სპორტსმენებმა უნდა გაამჟღავნონ, თუ რომელ სტეროიდებს გამოიყენებენ და ჩააბარონ წინასწარი შეჯიბრების ტესტირება, რათა გაზომონ სხვადასხვა სასიცოცხლო ნიშნები და უზრუნველყონ, რომ ათლეტები საკმარისად ჯანმრთელები იყვნენ შეჯიბრებისთვის. სპორტსმენებმა ასევე უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყნის კანონები ნივთიერებების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაბოლური სტეროიდების გამოყენების უფლება მხოლოდ ორი ათეული ქვეყნის სპორტსმენებს ექნებათ, რომელთა შორის აშშ არ შედის.
ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით მონაწილეები მიიღებენ ფულად პრიზებსაც, მათ შორის რეკორდსმენები მილიონობით დოლარს.
დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებით, საუკუნეზე მეტი ხანია გლობალურმა სპორტმა ყველანაირი ინოვაცია უკან მოიტოვა და მთელი ამ დროის მანძილზე სპორტსმენებს ზღუდავდა მათი შესაძლებლობების ლიმიტი გამოევლინათ, Enhanced კი აპირებს, რომ ეს მოცემულობა დაასრულოს.
წყარო:bm.ge