დონალდ ტრამპს ესროლეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და წლევანდელ აჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.
მხარდამჭერებთან ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს ესროლეს, რის შემდეგაც იგი სახის არეში დაიჭრა. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი “უსაფრთხოდ” არის.
გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, “განეიტრალებულია”.
ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში” მოხვდა.
CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა.
წყარო: ტაბულა, ინტერპრესნიუსი