დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს – ჯო უილსონი

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული და ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი “პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს”.
“ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე.
სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს.
ასე რომ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე ს ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.
ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ბულგარეთის ელჩი სტეფან სტოიანოვი. ტრადიციულად, უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებ, რათა აღვნიშნოთ ტრამპის გამარჯვება…
ცხადია, არსებობს ომის დამნაშავე პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან, და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან – მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა.
კიდევ ერთხელ, დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ [საქართველოში] გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ქართველი ხალხი ისევე მამაცია, როგორც უკრაინელი ხალხი, როგორც ახლა სირიის ხალხი და როგორც, მე მჯერა, ერთ დღეს, ირანის ხალხი იქნება”, – განაცხადა უილსონმა.
როგორც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატა და სენატი დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად.
“[წარმომადგენელთა პალატის] სპიკერ მაიკ ჯონსონისა და [სენატის უმრავლესობის ლიდერის] ჯონ თუნის ლიდერობით რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატა და სენატი დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ ტრამპის დღის წესრიგისთვის ძალის მეშვეობით მშვიდობის მისაღწევად, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღსადგენად“, – წერს უილსონი.