დონალდ ტრამპს ავუხსენი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება გულისხმობს პოლონეთში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას, აშშ-თან მჭიდრო მოკავშირეობას – ანჯეი დუდა

დონალდ ტრამპს ავუხსენი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება გულისხმობს პოლონეთში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას, -თან მჭიდრო მოკავშირეობას – ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდასა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას დუდა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტრამპთან ერთად ორმხრივი ურთიერთობები და პოლონეთში საპრეზიდენტო ს შედეგები განიხილა.
„მთავარი თემა იყო პოლონეთისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება ვილნიუსში დასრულებული „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტისა და ჰააგაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის კონტექსტში, ასევე წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე ხარჯების დონის გაზრდის საკითხი“, – წერს დუდა.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტი წერს, მან ტრამპს აუხსნა, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება გულისხმობს ქვეყანაში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას – ამერიკასთან მჭიდრო მოკავშირეობასა და პარტნიორობას.