დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო

ალასკაში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო.
მანამდე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. თვითმფრინავებიდან გამოსვლის შემდეგ ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. აეროდრომიდან ტრამპი და პუტინი ერთი ავტომობილით გაემგზავრნენ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში ტარდება. ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.