დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა.
„არ არის იმის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ნებართვას ვაუქმებთ და მის ყოველდღიურ დაზვერვის ბრიფინგებს ვწყვეტთ“, – წერს -ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული პრეცედენტი 2021 წელს შექმნა, როდესაც მას ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა.
„ჰურის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენს „ცუდი მეხსიერება“ აწუხებს და მისთვის საიდუმლო ინფორმაციის ნდობა „საუკეთესო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც“ კი არ შეიძლება. მე ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ყოველთვის დავიცავ. ჯო გათავისუფლებული ხარ. MAGA“, – აღნიშნავს .

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის კედელზე გაკვრა შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, 3,5 თვის შემდეგ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი

იუჯინ ჟუკოვი „ზანგეზურის დერეფანზე“ – ვფიქრობ, როდესაც შესაბამისი პირობები შეიქმნება, ვიმუშავებთ აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან ევროპასთან დაკავშირებადობაზე, პარალელურად გავაგრძელებთ შუა დერეფნის მხარდაჭერას