დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ისტორიულ განკარგულებას, რომელიც ჯონ კენედის, რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული ყველა საიდუმლო დოკუმენტის გასაჯაროებას ითვალისწინებს

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ისტორიულ განკარგულებას, რომელიც ჯონ კენედის, რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული ყველა საიდუმლო დოკუმენტის გასაჯაროებას ითვალისწინებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში -ს 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც კონკრეტულ ვადებში, ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების საქმეების ყველა საიდუმლო დოკუმენტის გასაჯაროებას უკავშირდება.
ანალიტიკოსის თქმით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება მრავალწლიანი სპეკულაციების აღმოფხვრას და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება. დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული დონალდ ტრამპის მსგავსი მიდგომა საზოგადოებამ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებითაც დაინახოს.
„2025 წლის 23 იანვარს, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ისტორიულ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს ყველა დარჩენილი საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებას, რომლებიც უკავშირდება პრეზიდენტ ჯონ კენედის, სენატორ რობერტ კენედის და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერის, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს.
ტრამპის განკარგულების თანახმად, ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ჯონ კენედის მკვლელობის ეპიზოდში – 15 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ამ დოკუმენტების სრულად გასაჯაროების გეგმა. რაც შეეხება რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას – ამ დოკუმენტაციის გასაჯაროების გეგმა უნდა მომზადდეს 45 დღის განმავლობაში.
პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 50 წელზე მეტი დრო გავიდა, ფედერალურმა მთავრობამ ჯერ კიდევ არ გაასაჯაროვა ამ მკვლელობებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტური ჩანაწერი. მან ხაზი გაუსვა, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ტრამპმა უკვე წამოიწყო ნაწილობრივი გასაჯაროება ჯონ კენედის მკვლელობის დოკუმენტებზე, თუმცა ზოგიერთი მასალა კვლავ საიდუმლოდ დარჩა, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს, მან კვლავ გამოთქვა დაპირება ამ მონაცემების სრულად გასაჯაროებაზე.
ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მრავალწლიანი სპეკულაციებისა და შეთქმულების თეორიების აღმოფხვრას, რომლებიც დაკავშირებულია ამ მკვლელობებთან და საზოგადოებისათვის, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ, სრული ინფორმაციის მიწოდებას. არაა გამორიცხული, რომ ასევე წინასაარჩევნო დაპირებების ფარგლებში, მსგავსი მიდგომა დავინახოთ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების მიმართაც,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში