დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის (PBS) და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ფედერალური დაფინანსების დაბლოკვა მოითხოვა.
ტრამპის მტკიცებით ორივე მედიაორგანიზაცია ჩართულია „მიკერძოებულ საინფორმაციო გაშუქებაში“.
ბრძანება ავალებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის საბჭოს, რომელიც ანაწილებს დაფინანსებას PBS-სა და NPR-სთვის, შეწყვიტოს პირდაპირი დაფინანსება კანონით დაშვებული მაქსიმალური ზომით.
„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ თვალსაზრისს უჭერენ მხარს NPR და PBS. მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი ეს ორგანიზაცია არ წარუდგენს მიმდინარე მოვლენების სამართლიან, ზუსტ ან მიუკერძოებელ ასახვას გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ საინფორმაციო საშუალებების დაფინანსება არა მხოლოდ მოძველებული და არასაჭიროა, არამედ აზიანებს ჟურნალისტური დამოუკიდებლობის იერსახეს და რომ მედიალანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება