დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს თანამშრომლების შემცირებასა და დაქირავების შეზღუდვის საკითხზე მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლობას ავალებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე, ფედერალური მთავრობის ზომის შემცირების მიზნით, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესებულია მაღალი ხელფასის მქონე ფედერალური თანამშრომლების საქმის გამოძიებით. მან ეს თანამშრომლები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი საქმის შესწავლა სურს.
ამასთან, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ფედერალური მუშაკები, რომლებიც გადადგომის შეთავაზებას, დაეთანხმებიან, თავიანთ ფულს მიიღებენ. ტრამპმა ეს კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლია თუ არა პირადი გარანტია მისცეს თანამშრომლებს, რომ ანაზღაურებას სექტემბრამდე მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი