დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესის დაწყების შესახებ

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.
”ვაპირებთ, რაც შეიძლება სწრაფად დავხუროთ ის. მას ჩვენთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა სტუდენტები წარმატების თვალსაზრისით სიაში ბოლო ადგილზე არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ქმედებებს განახორციელებს ადმინისტრაცია და რომელი პროგრამები შეიძლება შეჩერდეს.
დოკუმენტი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლინდა მაკმაჰონს ავალებს, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა ხელი შეუწყოს დეპარტამენტის დახურვას და განათლების საკითხებზე უფლებამოსილების შტატებისთვის დაბრუნებას.
ტრამპმა დოკუმენტს ხელი თეთრ სახლში, სკოლის მერხებთან მსხდომი, ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეების გარემოცვაში მოაწერა.
CNN-ი წერს, რომ თანამედროვე ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ უცდია კაბინეტის დონის უწყების დახურვა. დეპარტამენტის გაუქმება მოითხოვს კონგრესის აქტს, რომელმაც შექმნა უწყება 1979 წელს. ტრამპის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მათ არ აქვთ საჭირო ხმები დეპარტამენტის ამ გზით დასაშლელად.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას