დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა

დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
CNBC-ის ცნობით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ჩინეთთან მაისში მიღწეული 90-დღიანი სავაჭრო ზავის მოქმედება გაახანგრძლივა.
დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სავაჭრო ზავი 9 ნოემბრამდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, მაისში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე -ისა და ჩინეთის დელეგაციებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს.
სავაჭრო ზავის თანახმად, აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 145%-დან 30%-მდე შეამცირა. ჩინეთმა კი აშშ-ის საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფები 125%-დან 10%-მდე შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს