დონალდ ტრამპმა, შეიძლება, ბრაზილიელ ფანებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე დასწრება აუკრძალოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განიხილავს ბრაზილიის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის აკრძალვის შესაძლებლობას, მათ შორის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარების პერიოდშიც. ამის შესახებ იტყობინება CNN Brasil-ი.
წყაროს ცნობით, ტრამპი ვიზებზე აკრძალვის დაწესებას ქვეყნებს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე აპირებს.
ამტკიცებენ, რომ შეზღუდვა უკვე იგრძნობოდა ვაშინგტონში ბრაზილიელი სენატორების ამასწინდელი მგზავრობის დროს.
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია უკვე ინფორმირებულია შესაძლო აკრძალვის შესახებ, მაგრამ დაელოდება მოვლენათა განვითარებას, სანამ მოქმედებაზე გადასვლას გადაწყვეტს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი -ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
პირველი არხი