დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი შეარჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელმაც ში ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე შეარჩია, – Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„კიტს ჰქონდა გამორჩეული სამხედრო და საქმიანი კარიერა, მათ შორის მსახურობდა ძალიან მგრძნობიარე ეროვნული უსაფრთხოების პოზიციებზე ჩემს პირველ ადმინისტრაციაში“, – წერს ტრამპი.
ამჟამად -ში უკრაინის ომის საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა არ არსებობს, თუმცა დონალდ ტრამპმა პირადად გამოხატა ინტერესი ამ პოზიციის შექმნასთან დაკავშირებით.
კელოგმა უკრაინის შესახებ გეგმა ფრედ ფლეიცთან ერთად შეადგინა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი იყო.
Reuters-მა ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დასრულების შესახებ კელოგის გეგმა გულისხმობს საბრძოლო ხაზების გაყინვას არსებულ ლოკაციებზე და სა და მოსკოვის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას. გეგმის მიხედვით, აშშ ეტყვის უკრაინას, რომ ის მიიღებს უფრო მეტ ამერიკულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს. შეერთებული შტატები ამავდროულად გააფრთხილებს მოსკოვს, რომ მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი გამოიწვევს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას.
კელოგი იყო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი ტრამპის პრეზიდენტობისას, 2017-2021 წლებში და მაშინდელი ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.