დონალდ ტრამპმა უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელად კიტ კელოგი დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალი კიტ კელოგი ში სპეციალური წარმომადგენლად დაინიშნა. ტრამპის თქმით, კელოგი უკრაინის პრეზიდენტ სთან და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ იმუშავებს.
ტრამპმა კელოგი “მაღალი ავტორიტეტის მქონე სამხედრო ექსპერტად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ მას უკრაინის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო და წარმატებული სამუშაო ურთიერთობა აქვს.
ტრამპის განცხადება:
“სასიამოვნოა გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი დანიშნულია უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად. გენერალი კელოგი, მაღალი რანგის სამხედრო ექსპერტი, უშუალოდ იმუშავებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. მას მათთან კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვს და კარგად იცნობს. ვულოცავ გენერალ კელოგს!”
გენერალი კელოგი ადრე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება