აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს ფილადელფიაში ტრამპის სპორტული ფეხსაცმელების ხაზი წარადგინა.
ე.წ. „ტრამპის ფეხსაცმელები” ახალ ვებსაიტზე $399 ღირდა, თუმცა, ისინი შაბათ დღესვე გაიყიდა. ოქროსფერ ფეხსაცმელებს ტრამპმა წარდგენის დროს შეურჩია სახელი და “არასდროს დანებდე მაღალსაყელოიანი სპორტული ფეხსაცმელები” დაარქვა. ვებსაიტის ინფორმაციით, გასაყიდად ფეხსაცმელების მხოლოდ 1000 წყვილი იყო.
„ამაზე დაახლოებით 12, 13 წელია, რაც ვსაუბრობ, და მგონია, რომ დიდად წარმატებული იქნება“, – მიმართა ტრამპმა დამსწრეებს.
ამას გარდა, ვებსაიტი დამატებით ორ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდის, რომლებსაც გვერდზე ასო “T” და რიცხვი “45” აქვთ, და მათი ღირებულება 199 დოლარია.
ვებსაიტის მიხედვით, შპს “ტრამპის სპორტული ფეხსაცმელები” დონალდ ტრამპის ან ტრამპის ორგანიზაციის მიერ შექმნილი, წარმოებული ან გაყიდული არ არის. შპს ტრამპის სახელს მხოლოდ სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში იყენებს.