აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეარხები „სიენენი“ და „ემესენბისი“ წარმოადგენენ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომელთა ქმედებებიც, მისი აზრით, უკანონოა.
„მე ვთვლი, რომ CNN და MSNBC, რომლებიც წერენ 97,6% ნეგატიურ მასალას ჩემ შესახებ, წარმოადგენენ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას. ისინი კორუმპირებული არიან და მოქმედებენ უკანონოდ. არ აქვს მნიშვნელობა, რა უზარმაზარ გამარჯვებას მივაღწევ მე ან რა მარცხს განიცდიან ჩემი ოპონენტები. ეს ხალხი ყოველთვის შემიტევს მე“, – ხაზი გაუსვა ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში გამოსვლისას.
ტრამპმა გააკრიტიკა მედია მათ შორის კოორდინაციის გამო. მისი თქმით, ისინი გავლენას ახდენენ მოსამართლეებზე.
„ეს არ შეიძლება, იყოს კანონიერი. ჩვენ აღვადგენთ კანონს, წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ამერიკაში. ჩვენ ვაბრუნებთ პატიოსნებას და ანგარიშვალდებულებას ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში, იუსტიციის სამინისტროსა და მთელი ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეებზე“, – თქვა ტრამპმა.
წყარო: 1 არხი
