დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტის, $TRUMP-ის გამოშვების შესახებ განაცხადა

-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოაცხადა საკუთარი კრიპტოვალუტის გაშვების შესახებ, სახელწოდებით $TRUMP-ი. პირველ დღეს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მილიონი მონეტა, ხოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი მიწოდება ერთ მილიარდამდე გაიზრდება.
გაშვებიდან პირველ საათებში $TRUMP-ის მემკოინის კაპიტალიზაციამ სამ მილიარდ დოლარს მიაღწია, საათ-ნახევრის შემდეგ კი ოთხ მილიარდს გადააჭარბა.
პროექტის ვებგვერდი შექმნილია ტრამპის სტილში და შეიცავს ფრაზას “ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა”, რომელიც ტრამპმა 2024 წლის ზაფხულში მკვლელობის მცდელობის შემდეგ წარმოთქვა.
ტრამპმა, რომელმაც ადრე კრიპტოვალუტებს თაღლითობა უწოდა, საარჩევნო კამპანიის დროს აზრი შეიცვალა. პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს “კრიპტოვალუტის მსოფლიო დედაქალაქად” აქცევს და ბიტკოინის ეროვნულ რეზერვს დააგროვებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე