დონალდ ტრამპმა რუსეთს სანქციები 1 წლით გაუხანგრძლივა

დონალდ ტრამპმა რუსეთს სანქციები 1 წლით გაუხანგრძლივა
-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2021 წელს ს მიერ ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.
შესაბამის დოკუმენტს -ის ფედერალურ რეესტრში ავრცელებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს შემოღებული საგანგებო რეჟიმი მიზნად ისახავს, „წინააღმდეგობა გაუწიოს განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ის ეკონომიკისთვის, რომელსაც წარმოადგენს ს ფედერაციის მთავრობის გარკვეული მავნე საგარეო საქმიანობა“.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის შემდეგი ქმედებების აღკვეთას: ჩარევას აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების არჩევნებში, ასევე, სანქციები მიმართულია რუსეთის სხვა ისეთი საქმიანობების წინააღმდეგ, როგორებიცაა: კიბერშეტევები, საერთაშორისო კორუფციული სქემების გამოყენება სხვა ქვეყნების მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლად, ჟურნალისტების დევნა, რეგიონში უსაფრთხოების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
„ამიტომ, 2021 წელს გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა რამდენიმე სხვა ბრძანებით, კვლავაც გაგრძელდება 2025 წლის 15 აპრილის შემდეგაც. მე ვახანგრძლივებ ამ რეჟიმს კიდევ ერთი წლით,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან