დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელების აიოვის არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში, აიოვას შტატში გამარჯვება მოიპოვა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ტრამპმა ხმათა 51% მიიღო.
შიდაპარტიული რესპუბლიკელთა რიგებში ამ წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატის გამოსავლენად ტარდება. ტრამპმა საკმაო ხნის წინ გამოაცხადა, რომ კენჭს იყრიდა 2024-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც და მთელი ეს პერიოდი, საკმაო უპირატესობა ჰქონდა რესპუბლიკელთა სხვა კანდიდატების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დებატებსაც არ ესწრებოდა.
აიოვაში, რომელმაც პირველმა ჩაატარა არჩევნები, ტრამპმა 56 260 ხმა მიიღო, რაც 51%-ს უტოლდება. მეორე ადგილზე გავიდა ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი [-ის პრეზიდენტობა დესანტისსაც სურს – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ], ხოლო მესამეზე – გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი. მათ ხმათა 21.2 და 19.1 პროცენტი მიიღეს. ორივე კანდიდატი წარსულში საკმაოდ ახლოს იყო ტრამპთან, თუმცა ახლა მისგან დისტანცირებას ცდილობენ.
კიდევ ერთი კანდიდატი, ვივეკ რამასვამი, მეოთხე ადგილზე გავიდა ხმათა 7.7%-ით, თუმცა მან უკვე შეაჩერა თავისი კამპანია და ტრამპს დაუჭირა მხარი.
რესპუბლიკელთა კანდიდატის ასარჩევი არჩევნები ზამთარ-გაზაფხულის განმავლობაში ჩატარდება. არსებული გამოკითხვებით, აშკარა ფავორიტი სწორედ ა. იგი, დიდი ალბათობით, მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.