დონალდ ტრამპმა „მონროს დოქტრინას“ საკუთარი სახელი დაამატა და „დონ-როს დოქტრინა“ უწოდა

დონალდ ტრამპმა დასავლეთ ნახევარსფეროში -ის დომინირების დოქტრინა გაიხსენა და „მონროს დოქტრინა“ „დონ-როს დოქტრინად“ მოიხსენია.
-ის პრეზიდენტმა 1823 წლის „მონროს დოქტრინა“ ახსენა, რომელიც პრეზიდენტ ჯეიმს მონროს მიერ იყო ჩამოყალიბებული და, რომელიც ლათინურ ამერიკაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციების გასამართლებლად გამოიყენებოდა.
ტრამპმა მას საკუთარი სახელი დაამატა, „დონ-როს დოქტრინა“ უწოდა და თქვა: „ამერიკის დომინირება დასავლეთ ნახევარსფეროში აღარასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.